05 November 2016
„ზუგდიდი-სიონი“- მატჩი "ექვსქულიანი"

 წითელი ჯგუფის აუტსაიდერების შეხვედრა, „ზუგდიდი-სიონს“ შორის, ორივე გუნდისთვის პრინციპულია და უმაღლეს ლიგაში, დარჩენისთვის მებრძოლი გუნდების დუელი, „ექვსქულიანადაც“ არის მიჩნეული. მას შემდეგ რაც, სფფ-ს საშეჯიბრო განყობილებამ, „ზედაეწერი“-ს სტადიონზე, მატჩის გამართვაზე უარი თქვა მინდვრის საფარის უვარგისობის მიზეზად, აღნიშნული მატჩი სამტრედიაში „ეროსი მანჯგალაძის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება.

 ზუგდიდელები მზადებას,  „ბაია“-ს ბაზაზე აგრძელებენ და ბოლნისელებთან მატჩისთვის საბრძოლო მოტივაციით არიან განწყობილნი. დისკვალიფიკაციის შემდეგ, გუნდს ლევან წურწუმია შეუერთდება. „ზუგდიდი-სიონი“-ს მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია იქნება, რომელსაც გ.ელიკაშვილი, ა.კოკაია, პ.მაჭარაძე დაეხმარებიან.

„ზუგდიდი-სიონი“-ს მატჩი ხვალ, 6 ნოემბერს, სამტრედიის „ეროსი მანჯგალაძის“ სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე დაიწყება.