02 November 2016
ზუგდიდმა ვარჯიში განაახლა

 ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ს.კ. „ზუგდიდი“-ს ირგვლივ, ჯერაც აქტუალურია და სიტუაცია ჩამცხრალი ბოლომდე არ არის, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის დიალოგის შედეგად, ერთობლივი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ს.კ. „ზუგდიდი“-ს ფეხბურთელები ვარჯიშზე გავიდნენ (რაც უდაოდ მისასალმებელია). ხელმძღვანელობამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ მომდევნო ტურის მატჩამდე (ზუგდიდი-სიონი, რაც ორივე გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია) ფეხბურთელთა და ადმინისტრაციის მიმართ არსებული დავალიანების, გარკვეულ ნაწილს დაფარავს. რაც შეეხება უკრაინელ ინვესტორსა და ქალაქის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებებს, როგორც ირკვევა უკრაინელ ინვესტორს ზუგდიდში უახლოეს დღეებში ელოდებიან და ამის შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა უკრაინულ მხარესთან თანამშროლობა, ხოლო   მთლიანი დავალიანების გასტუმრებაზე ზუსტ პასუხს, კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააცნობს. ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა, არსებული სიტუაციის შემდეგ, მიიღეს კლუბის მომავლისთვის ერთობლივი გადაწყვეტილება და ისინი ბოლნისის „სიონთან“ მატჩისთვის მთელი შემართებით ემზადებიან (რაც, განვმეორდებით, რომ  უდაოდ მისასალმებელი ნაბიჯია).

ნიკოლოზ აფაქიძე (ს.კ. ზუგდიდი“-ს კაპიტანი): „გუნდში არსებული ფინანსური, სიტუაცია უკვე თვალნათელია და ამაზე მსჯელობას არ შევუდგები, უბრალოდ ვიტყვი, ჩვენი მზადების შესახებ მეტად პრინიციპული მატჩისთვის - ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის შედგა დიალოგი და მივიღეთ პირობა, რომ  არსებული დავალიანების გარკვეულ ნაწილს გაისტუმრებენ, თუმცა ერთობლივი  შეთანხმების უმთავრესი ამოცანა მომავალი ტურის მატჩია, სადაც ს.კ. „ზუგდიდი“-ს მომავალი შეიძლება გადაწყდეს. ქალაქის, გულშემატკივრების და საერთოდ ზუგდიდური საფეხბურთო გუნდის მომავლისთვის, ფეხბურთელებმა მოვილაპარაკეთ, რომ სიონთან მატჩზე მაქსიმუმი გავიღოთ, ჩვენი ჟინით და ბრძოლით, კიდევ ერთხელ მივაღწიოთ წარმატებას და გავახაროთ ჩვენი ერთგული ქომაგები. ყველა პრობლემა უკანა პლანზეა გადაწეული ამ ეტაპზე და ვემზადებით, სრული საომარი მოტივაციით 12-ე ტურის მატჩისთვის“.

ლევან გულორდავა (ს.კ. „ზუგდიდი“-ს ვიცე-პრეზიდენტი): „ჩვენს ფეხბურთელებს, წინა ტურში განცდილი (ბათუმის დინამოსთან) მარცხის შემდეგაც გადავუხადე მადლობა იმის  გამო, რომ მათი მონდომება და შემართება, აბსოლუტურად იგრძნობოდა არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ახლაც მათი შემართება  ორმაგად მოტივირებულია და ეს აღსანიშნავია. მოკლედ, ჩვენი საუბარი დასრულდა ისე, რაც ზუგდიდის საფეხბურთო მომავლისთვისაა აუცილებელი და ფეხბურთელები ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდნენ. ბუნებრივია, კლუბმა უნდა უზრუნველყოს თითოეული ფეხბურთელი თუ თანამშრომელი, რაც ასეც მოხდება ამ ვითარების მიუხედავად - წინ მეტად მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და თითოეული ჩვენგანი, ამ წუთას სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებულნი. გუნდის სამომავლო გეგმებზე კი ვრცლად მას შემდეგ შეგვეძლება საუბარი, როცა ქალაქის მერიასა და უკრაინელ ინვესტორს შორის, დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრა გაიმართება, რომელიც უახლოეს დღეებშია მონიშნული“.

 

გასული მატჩი

06.11.2016
ზუგდიდი 0 : 3 სიონი

შემდეგი მატჩი

20.11.2016
საბურთალო -:- ზუგდიდი

სატურნირო ცხრილი