24 October 2016
რევანში წარმატებული სვლით და მყარი ლიდერობა

ერთადერთი გუნდი ბათუმის „დინამო U19 იყო, მიმდინარე გათამაშებაში, რომელმაც ქობულეთის „ჩელე“ არენაზე მარცხი აგემა, „ზუგდიდი U19“-ს -დანარჩენ ტურებში, ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა ყველა მატჩი მოიგეს.  ელგუჯა ქომეთიანის გაწვრთნილებმა, დღეს „ბაია“-ს ბაზაზე სწორედ ბათუმელ თანატოლებს უმასპინძლეს და ორი უპასუხო გოლით, მეტოქესთან სრული რევანში აიღეს.

 პირველი ტაიმის, პირველინახევარი მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და ისინი, სწრაფი გოლითაც დაწინაურდნენ. ზუგდიდელთა იერიში, მარჯვენა ფლანგიდან, ნიკა ლაშხიამ ზუსტი გადაცემით დააბოლავა, ხოლო გიორგი გოგალაძემ ასევე ზუსტი დარტყმით ანგარიში 6-ე წუთზე გახსნა. ოცწუთიან ინტერვალში, როგორც აღვნიშნეთ  მასპინძლები დომინირებდნენ, თუმცა სტუმრებმაც თანდათან თამაში გაათანაბრეს და სახიფათოდაც შეუტიეს. სტუმართაგან, განსაკუთრებით გიორგი ქუთელია აქტიურობდა და მან, არაერთხელ შექმნა ხიფათი.

 მეორე ტაიმშიც სტუმართა შეტევები თვალშისაცემი გახდა, ზედიზედ ორ ეპიზოდში ზუგდიდელთა კიპერმა, ირაკლი საბეკიამ,  იხსნა საკუთარი გუნდი, ხოლო შემდეგ უკვე დაცვის ხაზი იყო უშეცდომო.  ელგუჯა ქომეთიანმა, ტაქტიკურ ცვლილებებს მიმართა და წინა ხაზი, ახალბედა ირაკლი ბიგვავათი (2000წწ) გააძლიერა. ცვლილებამ თავისი გაიტანა, ბიგვავას აქტიურობას , თანაგუნდელების ზუსტი კომბინაცია მოჰყვა და ხვიჩა ბუკიამ, ეფექტური დარტყმით, ორამდე გაზარდა ანგარიში. შეხვედრაც ამ ანგარიშით დასრულდა და ზუგდიდი, დასავლეთ ზონაში მყარად ლიდერობს, მათ უშუალო მეტოქეებთან, ხუთქულიანი ჰანდიკაპი უკავიათ, ხოლო  რაც შეეხება ბათუმელებს, მასპინძლებს მათთან  უკვე შვიდ ქულიანი უპირატესობა აქვთ.

 

„ზუგდიდი U19“ -„დინამო ბთ. U19“ – 2:0

ზუგდიდი, „ბაია“-ს ბაზა, 24 ოქტომბერი

გოლი: გოგალაძე (6-ე წთ), ბუკია (85-ე წთ)

„ზუგდიდი U19“: საბეკია, ხარჩილავა, ქანთარია, ძაძუა, ხასაია, ბუკია, მალანია, სიჭინავა (გოგია 62), ლეჟავა (რატია 46), გოგალაძე, ლაშხია (ბიგვავა 71)

სათადარიგოები: მიქავა, პერტაია

მთ.მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი

 

„დინამო ბთ. U19“: შოვნაძე, უღრელიძე (ზოიძე 46), ჯორბენაძე, ფოთელაძე, მოისწრაფიშვილი (მალაყმაძე 78), მიქაძე, აბუსელიძე, ქუთელია, ცეცხლაძე, რუხაძე, დევაძე (შანთაძე 73)

სათადარიგოები: შერვაშიძე, ბერიძე, თებიძე

მსაჯი: ირაკლი ხერხაძე

 

 

, , , ,

გასული მატჩი

06.11.2016
ზუგდიდი 0 : 3 სიონი

შემდეგი მატჩი

20.11.2016
საბურთალო -:- ზუგდიდი

სატურნირო ცხრილი