18 October 2016
დიმიტრი თუთბერიძე, ტურის სიმბოლურში

გარდამავალი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი, გადამწყვეტ ფაზაში შედის და თითოეულ ტურს ოქროს ფასი ადევს. წითელ ჯგუფში ისეთი ვითარებაა ამ ეტაპზე და განსაკუთრებით ქვედა საფეხურზე, რომ მცირეოდენი წაფორხილებაც კი, შესაძლოა ნებისმიერი გუნდს, ელიტ-ლიგაში დარჩენისთვის რთული ბარიერი გაუხდეს.

მიმდინარე ჩემპიონატის IX ტურის მატჩში, ს.კ. „ზუგდიდმა“, უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა, გორი „დილა“-ს დამარცხებით. ერთადერთი გოლი მეტოქის კარში, 19 წლის შემტევმა დიმიტრი თუთბერიძემ გაიტანა და საკუთარი გუნდის, უმაღლეს ლიგაში დარჩენის  შანსი გააორმაგა.

 ყოველდღიურმა სპორტულმა გამოცემა „ლელო“-მ, IX ტურის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა და რჩეულთა შორის, ახალბედა ზუგდიდელი შემტევი, დიმიტრი თუთბერიძეც გამოარჩია. (იხ. დიმიტრი თუთბერიძის გოლი - https://www.youtube.com/watch?v=nLAVRJ0EUxE)

„ბოლო ადგილზე მყოფმა "ზუგდიდმა" უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა: "დილასთან" არცთუ სახარბიელო კლიმატურ პირობებში ჩატარებულ მატჩში მასპინძლებს 19 წლის დიმიტრი თუთბერიძის ზუსტმა დარტყმამ მოაგებინა. 

ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს გოლი აღმოჩნდეს კიდეც სეზონის მიწურულს გადამწყვეტი მასპინძელთათვის; არადა, ამ ახალგაზრდა შემტევს "ზუგდიდის" აწ უკვე ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ლიუტი არ ათამაშებდა, სამაგიეროდ მისი შემცვლელი, ლევან მიქაძე ენდო და თუთბერიძემაც ეს ნდობა უმნიშვნელოვანესი გოლით გაამართლა -ამონარიდი „ლელო“-ს სტატიიდან“

(გია ტუხაშვილი

გაზეთი „ლელო“  - პარტნიორი: sportall.ge)

,