15 October 2016
პრინციპულიც და გადამწყვეტიც?!

სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზის შემდეგ,  უმაღლესი ლიგის  გუნდები, მორიგი ტურის შეხვედრებს გამართავენ.  ერთადერთი და პრინციპული მატჩი, ხვალ 16 ოქტომბერს, გაიმართება და ს.კ. „ზუგდიდი“, საკუთარ მოედანზე გორის „დილა“-ს მიიღებს.

 ზედმეტი ახსნა-განმარტება არ სჭირდება მოსალოდნელ შედეგებს - მასპინძლებმა ყველაფერი უნდა გაიღონ წარმატების მოსაპოვებლად და ამ შემთხვევაში, ისინი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად, რეალურად ფუნდამეტურ ნაბიჯს გადადგამენ, ხოლო ხოლო გორელები პირიქით -მოგების შემთხვევაში საპრიზო ადგილებისკენ წაიწევენ.

ხანგრძლივი პაუზა ზუგდიდელებმა, საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენეს და ორჯერად ვარჯიშებთან ერთად, ერთხელ საკონტროლო მატჩიც გამართეს, ქუთაისის „ტორპედო“-ს წინააღმდეგ, გარდა ამისა, იყო ორმხრივი შეხვედრებიც. მორიგ ოფიციალურ ტურს, როგორც უკვე ვიუწყებოდით, ზუგდიდელები, ახალი სამწვრთნელო შტაბით ხვდებიან, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, ლევან მიქაძეა, ხოლო ასისტენტები მამუკა ჭაჭუა და ლევან გულორდავა იქნებიან, რაც შეეხება ფეხბურთელებს, ისინი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.

ხვალინდელ შეხვედრას მსაჯთა შემდეგი შემადგენლობა მოემსახურება - მთავარი არბიტრი გიორგი ვადაჭკორია იქნება, რომელსაც ლ. თოდრია, ბ. ჭიჭინაძე, და გ. ვარდიძე დაეხმარებიან. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ „ზუგდიდი“- „დილა“-ს მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია, სფფ-ს ვებ-გვერდიდან იქნება შესაძლებელი, რაც მისასალმებელია და  გარდა ამისა, ამ მატჩის  პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „თრიალეთი“-ც განახორცილებს.

„ზუგდიდი - დილა“-ს მატჩი, ხვალ, 16 ოქტომბერს, „ზედაეწერი“-ს სტადიონზე, 16:30 საათზე დაიწყება.

 

 

გასული მატჩი

06.11.2016
ზუგდიდი 0 : 3 სიონი

შემდეგი მატჩი

20.11.2016
საბურთალო -:- ზუგდიდი

სატურნირო ცხრილი