08 October 2016
„ტორპედო - ზუგდიდი“-უკვე მეორედ!

სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზას, უმაღლესი ლიგის საფეხბურთო გუნდები, ჩვეულებრივად მომზადებისთვის იყენებენ. ს.კ. „ზუგდიდი“, ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით, ორჯერად ვარჯიშებს მართავს და დღეს, ზუგდიდელები საკონტროლო მატჩსაც გამართავენ. „ზუგდიდი“, გასვლაზე ქუთაისში, ადგილობრივ „ტორპედო“-ს დაუპირისპირდება.

 მიუხედავად იმისა, რომ გარდამავალ ჩემპიონატში, აღნიშნული გუნდები სხვადასხვა ჯგუფში იმყოფებიან, წელს საკონტროლო მატჩს ერთურთში მეორედ მართავენ. მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გუნდებმა ისევ სანაკრებო თამაშებით გამოწვეული პაუზით ისარგებლეს და ტესტ-მატჩი გამართეს, ქუთისელებმა საკუთარ სტადიონზე 3:0 მოიგეს.

„ტორპედო - ზუგდიდი“-ს გუნდებს შორის, საკონტროლო მატჩი, 9 ოქტომბერს, „რამაზ შენგელია“-ს სახელობის სტადიონზე, 16:00 საათზე დაიწყება.