07 October 2016
სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია - შტაბის სამეული

 გარდამავალი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, მეორე წრის პირველ მატჩში, „კოლხეთი-ზუგდიდი“-ს გუნდებს შორის დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ბუნებრივია ზუგდიდელთა მდგომარეობა, წარუმატებელი შედეგის გამო დამძიმდა.ამ მატჩის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობა, ს.კ. „ზუგდიდი“-ს (აწუკვე ყოფილ) მთავარ მწვრთნელს, ვლადიმერ ლიუტის შეხვდა და ორმხრივი შეთანხმების შედეგად, უკრაინელ მწვრთნელთან კონტრაქტი გაწყვიტა. მიზეზი - გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგია.

აქედან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობამ, მიიღო გადაწყვეტილება და მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე, ლევან მიქაძე,  წარადგინა, რომელიც ვლადიმერ ლიუტის ერთ-ერთი თანაშემწე იყო. სხვათაშორის ლევან მიქაძემ, მსგავსი ვითარების დროს გუნდი უკვე მესამედ ჩაიბარა. ბესიკ შეროზიას წასვლის შემდეგ, გასული სეზონის პირველი წრის ბოლო მატჩებს, მან უხელმძღვანელა, ხოლო უკრაინელი სპეციალისტის, იური ბაკალოვის გადადგომის შემდეგაც, მიქაძემ, სეზონი ჩაამთავრა და მისი მწვრთნელობის დროს გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩა. დღეს იგი კვლავ ს.კ.“ზუგდიდი“-ს მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს, მაგრამ აქ უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებიცაა. ლევან მიქაძის თანაშემწე კვლავ მამუკა ჭაჭუა იქნება, რომელიც ასევე ვლადიმერ ლიუტის ერთ-ერთი თანაშემწეც გახლდათ, მაგრამ ასევე სამწვრთნელო შტაბთან იმუშავებს და მათ აქტიურად, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ლევან გულორდავაც  დაეხმარება.ლევან გულორდავამ კლუბის ოფიციალურ საიტზე, ამასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა.

ლევან გულორდავა (ს.კ. „ზუგდიდი“-ს ვიცე-პრეზიდენტი): „გუნდის ჩამოყალიბება მარტივად და სწრაფად არ ხდება, ეს ჩვენ კარგად გვესმის, მაგრამ ამჟამინდელ სიტუაციაშიც შესაძლებელია ს.კ.“ზუგდიდი“-ს არსებული ვითარებიდან გამოყვანა. შანსები შესაძლოა თეორიულად მოეჩვენოს ბევრს, მაგრამ უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა შესაძლებელია და ყველამ, ერთად დგომით შეუძლებელიც უნდა შევძლოთ. ცვლილებებს რაც შეეხება - არა ვარ მიამიტი, რომ რომ მხოლოდ მთავარი მწვრთნელისკენ გავიშვირო ხელი და კლუბის წარუმატებლობაში იგი დავადანაშაულო -  ფეხბურთი მითამაში და მშვენივრად მესმის გუნდის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისთვის რამდენი შრომაა საჭირო, ამასთან ერთად საკმაო დროც ბირთვის ჩამოსაყალიბებლად,  მაგრამ ახლა ცვლილებები გარდაუვალი იყო. ამ ცვლილებს უკრაინელი გაგებით მოეკიდა და მას, როგორც პიროვნებას დადებითად შევაფასებ.

  ახლანდელ ორივე სპეციალიტს კი მშვენივრად ვიცნობ, ლევან მიქაძეს და მამუკა ჭაჭუას,  და მათთან ერთად მუშაობა, ჩემთვისაც საინტერესო გამოწვევა იქნება. ჩვენი  უმთავრესი მიზანია კოორდინირებული მუშაობით, გუნდი უმაღლეს ლიგაში დავტოვოთ და დიდი იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ. ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ ლევან მიქაძეს, ყოველთვის რთულ პერიოდში მოუწია მუშაობამ და საბედნიეროდ, მას შედეგიც ჰქონდა, ამიტომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არ გვინდა, პასუხისმგებლობა მხოლოდ, მთავარ მწვრთნელს დავაკისროთ ანუ თითოეულმა თანაბრად უნდა გავინაწილოთ. აქედან გამომდინარე განვმეორდები, რომ სამივე ჩვენგანის მუშაობა კოორდინირებული იქნება, ხოლო აქვე თამამად შემიძლია გითხრათ - ჩემი როგორც ვიცე-პრეზიდენტის, სამწვრთნელო შტაბშიც გამოჩენა, არანაირად ერთპიროვნულ მმართველობას არ დაუკავშირდება ჩემის მხრიდან და ამას გულღიად ვაცხადებ. აღნიშნულ სპეციალისტებს ვენდობი და მეგობრული ურთიერთობებიც გვაქვს, მთავარია საერთო საკითხზე ერთობლივად ვახდენთ გადაწყვეტილების მიღებას და ეს შედეგშიც აისახება“.

 

, , ,

გასული მატჩი

06.11.2016
ზუგდიდი 0 : 3 სიონი

შემდეგი მატჩი

20.11.2016
საბურთალო -:- ზუგდიდი

სატურნირო ცხრილი