04 October 2016
„ზუგდიდი“ ერთპიროვნული ლიდერია

  მიმდინარე გათამაშებაში, ს.კ. „ზუგდიდი“-ს  U-19 წლამდელებმა მეექვსე მოგება იზეიმეს და სატურნირო ცხრილსაც სათავეში ჩაუდგნენ. ზუგდიდელმა ჭაბუკებმა, დღეს გასვლითი  მატჩი გამართეს სამტრედიაში და ადგილობრივი „სამტრედია“ დიდი ანგარიშით 0:3 დაამარცხეს.

 მთელი თამაშის განმავლობაში, სტუმრები ფლობდნენ უპირატესობას და სწორედ, საწყისი წუთებიდანვე ისინი დაწინაურდნენ. მატჩის 9-ე წუთზე გიორგი სიჭინავამ, ტექნიკური მოძრაობით ჯერ ორი მცველი მოიცილა და ასევე ტექნიკური დარტყმით, ულამაზესი გოლიც გაიტანა. ეს გოლი უმაღლესი ლიგის ნებისმიერ თამაშს დაამშვენებდა და ახალბედა გოლეადორმაც, მასპინძელთა ქომაგებისგანაც მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა. მანამდე სამი წუთით ადრე, სამტრედიელთა მეკარემ, დიმიტრი თუთბერიძის ახლო მანძილიდან ურთულესი დარტყმული მოიგერია. გატანილი გოლიდან რვა წუთში ზუგდიდელები სრულ მონოპოლიას ფლობდნენ, როცა ხვიჩა ბუკიამ ასევე ეფექტური გოლით სტუმრები, ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა.

 სათამაშო სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა და 55-ე წუთზე  ზუგდიდელებმა მესამე გატანილი გოლით, ფაქტობრივად შეხვედრაც დაასრულეს. დიმიტრი თუთბერიძემ თავად დაიწყო იერიში და ლამაზი სოლო რეიდი მან, ასევე ჩინებული გოლით დაასრულა. ანგარიშის გაზრდა სტუმრებს ბოლო წუთებზეც შეეძლოთ, თუმცა მასპინძელთა კარი ხარიხამ იხსნა. ამ მოგებით ზუგდიდელებმა  დღევანდელ მეტოქეს, „სამტრედია“-ს ორი ქულით გადაასწრეს და ცხრილშიც ერთპიროვნულად გალიდერდნენ.

 

„სამტრედია U-19“  - „ზუგდიდი U-19“  - 0:3

სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძის“ სახელობის სტადიონი, 4 ოქტომბერი

გოლი: სიჭინავა ( 9-ე წთ), ბუკია (17-ე წთ), თუთბერიძე (54-ე წთ)

 

„სამტრედია U-19“ : სტურუა, ხომერიკი, ოლხოვი, შ.გიორბელიძე (ვარდოსანიძე 25), ახალაძე, ესვანჯია (მელქაძე 57), ქაშიბაძე, ნინუა, თევზაძე (მუშკუდიანი 74), ხაბელაშვილი, გ.გიორბელიძე  

სათადარიგოები: შაფათავა, ქორიძე, კახიანი, ჩაჩუა

მთ.მწვრთნელი: გულბათ ბენდელიანი

 

„ზუგდიდი U-19“  : საბეკია, ხასაია, ძაძუა, ქანთარია, გოგია, სიჭინავა, მალანია, ბუკია, თუთბერიძე (ჭანია 78), ლეჟავა (იზორია 69), ბიგვავა (რატია 61)

სათადარიგოები: მიქავა, ხარჩილავა, პერტაია

მთ. მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი

გაფრთხილება: საბეკია (2), ბუკია, (19), ქანთარია (64), გ.გიორბელიძე (70), ხაბეიშვილი (88)

მსაჯი: გიორგი ვარდიძე

 

, , , ,

გასული მატჩი

06.11.2016
ზუგდიდი 0 : 3 სიონი

შემდეგი მატჩი

20.11.2016
საბურთალო -:- ზუგდიდი

სატურნირო ცხრილი