29 სექტემბერი 2016
ფოთის "კოლხეთი" "ზუგდიდს" "პარკი არენას" ნაცვლად, ქობულეთში უმასპინძლებს

ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციისა და რაგბის კავშირის მოლაპარაკების შედეგად, "კოლხეთი 1913" ფოთში 4-წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა და რაგბის კავშირის საკუთრებაში არსებულ "პარკი არენაზე" მასპინძლობს მეტოქეებს.

მაგრამ ახლა გაუთვალისწინებელი ამბავი მოხდა: 1 და 2 ოქტომბერს "პარკი არენაზე"

შვიდკაცა რაგბის ეროვნული პირველობის მატჩები გაიმართება, 2 ოქტომბერს კი საფეხბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრებია და ამ დღეს ფოთელებს "პარკი არენაზე" "ზუგდიდისთვის" უნდა ემასპინძლათ, მაგრამ ეს მატჩი არა "პარკი არენაზე", არამედ ქობულეთის "ჩელე არენაზე" ჩატარდება, რაც ფოთელთა განცხადებიდან გახდა ცნობილი.

"ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა, რომ მატჩი 2 ოქტომბრის ნაცვლად 30 სექტემბერს ან 3 ოქტომბერს ჩაგვეტარებინა. 

ფედერაცია ამის წინააღმდეგი არ იყო. მაგრამ, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, საფეხბურთო კლუბმა "ზუგდიდმა" მატჩის გადატანაზე უარი გვითხრა. ამიტომ, იძულებულები ვართ, თამაში 2 ოქტომბერს, 16 საათზე, ქობულეთის "ჩელე არენაზე" ჩავატაროთ", - ვკითხულობთ "კოლხეთი 1913-ის" განცხადებაში.

ამასობაში, "კოლხეთის" დირექტორმა თემურ ბარქაიამ თქვა, რომ დაიქირავებს ტრანსპორტს, რათა ქობულეთში ფოთელ გულშემატკივართა (რა რაოდენობის მსურველიც იქნება) დასწრება უზრუნველყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერაბ მამულაშვილი

გასული მატჩი

06.11.2016
ზუგდიდი 0 : 3 სიონი

შემდეგი მატჩი

20.11.2016
საბურთალო -:- ზუგდიდი

სატურნირო ცხრილი