27 სექტემბერი 2016
U-19 წლამდელთა მეხუთე სამქულიანი

 ზუგდიდელი     U-19 წლამდელების  სერიოზული განაცხადია    უკვე, მიმდინარე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, მორიგ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება. ზუგდიდელმა ჭაბუკებმა დღეს, „ბაია“-ს ბაზაზე, თერჯოლის „საპოვნელა“-ს უმასპინძლეს და  მეტოქე, დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.

 მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ და ეს ანგარიშიდანაც ჩანს, თუმცა პირველ ტაიმში ორთაბრძოლები იყო. მატჩის 17-ე წუთზე, ნიკა ლაშხიას მორიგი ეფექტური გოლი ვიხილეთ - მან ჩვეულ სტილში, სტანდარტულიდან გახსნა ანგარიში.

მეორე ნახევარში, უკვე დიმიტრი თუთბერიძის შეჩერება გაუძნელდათ სტუმრებს და ზუგდიდელთა ახალბედა შემტევმაც, საკუთარი გუნდის სასარგებლოდ დუბლი მიითვალა.  თუთბერიძემ შეხვედრის  59-ე წუთზე ორამდე გაზარდა ანგარიში, ხოლო 68-ე წუთზე მან, იმერელთა კარის ბადე მესამედ შეარხია.

მომდევნო კვირის 4 ოქტომბერს, U-19 წლამდელთა ლიგის,  დასავლეთ ზონაში პრინციპული და საინტერესო შეხვედრაა, რამეთუ ლიდერთა დუელია სამტრედიაში დაგეგმილი. „სამტრედია“, საკუთარ სტადიონზე  ს.კ. „ზუგდიდს“ უმასპინძლებს.

 

„ზუგდიდი U-19“ – „საპოვნელა“ – 3:0

ზუგდიდი, „ბაია“-ს ბაზა. 27 სექტემბერი

გოლი: ლაშხია (17-ე წთ) თუთბერიძე (59, 68-ე წთ)

 

"ზუგდიდი U-19“: ეხვაია, ხასაია, ძაძუა, ქანთარია, გოგია, ლეჟავა (ბუკია 63), სიჭინავა, ლაშხია ( რატია 68), გოგალაძე (ხარჩილავა 70), თუთბერიძე,  ბიგვავა

სათადარიგოები: საბეკია, მალანია, პერტაია, იზორია

 

, , , ,