25 სექტემბერი 2016
დასანანი მარცხი - სამტრედიამ შერგელაშვილის გოლით მოიგო

ფავორიტად მიჩნეულმა პირველადგილოსანმა „სამტრედია“-მ, მართალია, პირველი წრის  ბოლო შეხვედრაში, თავისი გაიტანა და წითელი ჯგუფის სათავეშიც მყარად დამკვიდრდა, თუმცა ამ მატჩში იმერლები ფავორიტები ნამდვილად არ ყოფილან.

 პირველი ტაიმი გუნდებმა შედარებით ფრთხილი ტაქტიკით დაიწყეს და მეტი აქტივობა, მასპინძლებს ეტყობოდათ, თუმცა პირველი ხიფათი სტუმრებმა შექმნეს, როცა, 7-ე წუთზე გივი იოსელიანმა დაარტყა არც თუ შორეული მანძილიდან და მიგინეიშვილმა მოიგერია.  ამ ეპიზოდიდან სამ წუთში, მასპინძლებმა ფალავანდიშვილი გაიყვანეს ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მას სერგეი ლიტოვჩენკომ აჯობა. მატჩის 16-ე წუთზე, კვლავ ზუგდიდელები მოქცნენ ყურადღების ცენტრში, როცა დიმიტრი ზოზულიას პასის შემდეგ, ვაკო ტყემალაძემ შორეული სახიფათოდ დასცხო და ბურთმა მეტოქის კარს, სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

 მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლოსკენ გააქტიურდნენ და ზუგდიდელთა კარისკენ სახიფათოდ, არაბულმა გაისროლა, თუმცა ლიტოვჩენკო კვლავ ზუსტი იყო. სხვათაშორის უნდა აღინიშნოს, რომ ზუგდიდელთა უკრაინელი ლეგიონერი (კიპერი), სერგეი ლიტოვჩენკო მერამდენე მატჩია, ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესოა, ზუგდიდელთა რიგებში. ტაიმის ბოლოს ლიტოვჩენკომ, დათუნაიშვილის დარტყმული ბურთი გაუვნებელჰყო.

 მეორე ტაიმის საწყის წუთებში, გუნდებმა სახიფათო დარტყმები გაცვალეს. თავდაპირველად, გურამ სამუშიამ სცადა ახლო მანძილიდან გოლის გატანა, მაგრამ მახვილი კუთხიდან დარტყმა სუსტი გამოუვიდა, ხოლო შემდეგ დათუნაიშვილს კვლავ ლიტოჩენკომ აჯობა.  ამის შემდეგ, ორთაბრძოლები მოედნის ცენტრში წარიმართა და რეალური სახიფათო მომენტი არცერთ კართან არ შექმნილა. გამონაკლისი იყო, შეხვედრის 67-ე წუთზე არაბაულის სახიფათო დარტყმული, რომელიც კვლავ ზუგდიდელთა, უკრაინელი ლეგიონერის ნადავლი გახდა. სამტრედიელები მასიური შეტევებით ცდილობდნენ გარდატეხის შეტანას თამაშში, თუმცა სტუმართა უკანა ხაზი მყარად და უშედომოდ თამაშობდა. სათამაშო სცენარიდან გამომდინარე, ფრე ლოგიკური შედეგი უფრო იყო, თუმცა მატჩის 73-ე წუთზე, შორეული სტანდარტულიდან ლაშა შერგელაშვილმა, ზუსტი დარტყმით, ეფექტური გოლიც შეაგდო და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა.

 დარჩენილ დროში უკვე, სტუმრები დომინირებდნენ და მათი შეტევებიც გახშირდა. ჯერ ზოზულიამ ახლო მანძილიდან ვარდნაში ოსტატურად დაარტყა, მაგრამ მიზანს ვერ უწია, შემდეგ სვლაზე კი სამტრედიელები აშპროცენტიანი გოლისგან, ომარ მიგინეიშვილმა იხსნა, როცა მარცხენა ფლანგიდან რუდოლფ სუხომლინოვმა, ბურთი მეტოქის კარის ბაქანთან ჩაჰკიდა, იური შეველმა თავურით კარში გადაგზვნა, იმერელთა კიპერმა, რეაგირება წამებში მოასწრო და ვარდნაში მოიგერია, გადმოვარდნილი ბურთი ზვიად სიხარულიას მოიუვიდა, რომელმაც ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ზოზულიას უპასა, ამ უკანასკნელის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ. მატჩის ბოლოს, სტუმრებმა ზედიზედ ორი კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, თუმცა მეორე ჯერზე არბიტრმა, სხვა გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ზუგდიდელთა ქომაგების მხრიდან მწვავე პროტესტი  და შეძახილები მოჰყვა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. სამტრედიამ კი მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო.

 

სამტრედია - ზუგდიდი 1:0

სამტრედია, „ეროსი მანჯგალაძე“ , 25 სექტემბერი

გოლი: შერგელაშვილი (73 წთ)

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, მთივლიშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი (59’ გამყრელიძე), რაჯამაშვილი (64’ ჯიქია), მანჯგალაძე, არაბული, ზივზივაძე (90’ იმედაშვილი)

სათადარიგოები:  მეშველიანი, ცნობილაძე, ახალაძე, ნინუა
მთ. მწვრთნელი: გია ცეცაძე

ზუგდიდი: ლიტოვჩენკო, აფაქიძე, სუხომლინოვი, აქუბარდია (31’ ჭანტურია), მაჩაიძე, ზოზულია, ტყემალაძე, წურწუმია (65’ ერმაჩენკო), სამუშია (72’ სიხარულია), იოსელიანი, შეველი

სათადარიგოები:  ზარქუა, ქანთარია, თუთბერიძე,      ნარმანია
მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ლუტი

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ი. უკლება, ს. სპიცინი, ბ. გლუშჩუკი

გაფრთხილება:  სუხომლინოვი (49), შეველი (65),  ტყემალაძე (83)

 

, , , ,