22 სექტემბერი 2016
ლევან გულორდავა, ოფიციალურად ს.კ. „ზუგდიდი“-ს ვიცე-პრეზიდენტია

 საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“  დაწყებულმა ძირეულმა რეფორმებმა,  თანდათან  სრული სახე მიიღო და გუნდიც ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ს.კ. „ზუგდიდი“-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ლევან გულორდავა, ერთხმად იქნა არჩეული.  იგი, ამ თანამდებობაზე საჯარო რეესტრში,  რეგისტრაციაში მიმდინარე წლის 21 სექტემბერს გატარდა და დღეს ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას ოფიციალურად შეუდგა.

 უკრაინელი სპონსორების გამოჩენის შემდეგ, ამ კლუბში ერთი თვის წინ, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, უკრაინელმა სვიატოსლავ სიროტამ დაიკავა, რომელიც ცოტა ხნის წინ, აწ უკვე ს.კ. „ზუგდიდი“-ს, 51 % პროცენტის მფლობელმა, უკრაინელმა ბიზნესმენმა,  სერგეი დოროშენკომ უკან გაიწვია. დღეიდან კი, როგორც აღვნიშნეთ, ზუგდიდური კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჩვენი თანამემულე, ზუგდიდელი ლევან გულორდავა იქნება.

ლევან გულორდავა დაიბადა 1988 წლის 16 მაისს ქ.ზუგდიდში. ფეხბურთის თამაში ამავე ქალაქში  დაიწყო და შემდეგ, უკრაინული „დნეპრი 75-ს და კიევის „დინამო“-ს საფეხბურთო სკოლებში გაგრძელდა. საფეხბურთო კარიერა -  კიევის „არსენალი“ ,ჩერნიგოვის „დესნა“, კიროვოგრადის „ზირკი“, ს.კ. „ოლექსანდრია, და ს.კ. „ზუგდიდი“ (2013-2014 წწ).   საფეხბურთო კარიერა ტრავმის გამო ადრეულ ასაკში დაასრულა, თუმცა საფეხბურთო საქმიანობას აქტიურად აგრძელებს. ბოლო დროს, ს.კ. „დესნა“ ჩერნიგოვის სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებდა და დღეიდან, ს.კ. „ზუგდიდი“-ს ვიცე-პრეზიდენტია.

 შეგახსენებთ, რომ უკრაინული მხარის და ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შორის, გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ერთი თვის წინ ზუგდიდური კლუბის 51% პროცენტის მფლობელი, უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი დოროშენკო გახდა, ხოლო 49 %-ან პაკეტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს. ხელშეკრულების თანახმად, უკრაინელი ბიზნესმენი იღებს ვალდებულებას, კლუბის დაფინანსებაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ბავშვთა ფეხბურთის  განვითარებაზე. კლუბში, განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, ვიცე-პრეზიდენტ ლევან გულორდავასთან ვრცელ ინტერვიუს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

  დღეს ზუგდიდელ ფეხბურთელებს ლევან გულორდავა შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. ჩვენი ფეხბურთელები „ბაია“-ს ბაზაზე აგრძელებენ მზადებას და 25 სექტემბერს დაგეგმილი, „სამტრედიასთან“ მატჩისთვის ემზადებიან.

გასული მატჩი

06.11.2016
ზუგდიდი 0 : 3 სიონი

შემდეგი მატჩი

20.11.2016
საბურთალო -:- ზუგდიდი

სატურნირო ცხრილი