20 სექტემბერი 2016
სამი ზუგდიდელი ტურის სიმბოლურში

  გარდამავალი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის VI ტურის დასრულების შემდეგ, ყოველდღიურმა სპორტულმა გამოცემა „ლელო“-მ, ამ ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

 VI ტურის რჩეულთა შორის სამი ზუგდიდელი დასახელდა - მთავარი მწვრთნელი, ვლადიმერ ლუტი, ფეხბურთელები ნიკა ნარმანია და ვალიკო ტყემალაძე, სპორტული გამოცემის საუკეთესო თერტმეტეულში მოხვდნენ.

 ნიკა ნარმანიამ, გასულ ტურში ზუგდიდელებს ოქროს ქულები შესძინა, როცა „საბურთალო“-ს კარში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ვლადიმერ ლუტიმ, ზედიზედ  ტურში, ამპლუით მცველ ნიკა ნარმანიას პოზიცია შეუცვალა და წინა ხაზზე გაამწესა, ნარმანიამ ორივე ტურში თითო გოლი გაიტანა. გასული ტურის საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად ზუგდიდელთა მხრიდან,  „ლელო“-მ,  ვალიკო ტყემალაძე გამოარჩია.

 შეგახსენებთ, რომ ს.კ. "ზუგდიდმა", 18  სექტემბერს, "ზედაეწერი"-ს სტადიონზე, თბილისის "საბურთალო"-ს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

, ,

გასული მატჩი

06.11.2016
ზუგდიდი 0 : 3 სიონი

შემდეგი მატჩი

20.11.2016
საბურთალო -:- ზუგდიდი

სატურნირო ცხრილი