17 სექტემბერი 2016
ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა გადარჩენისთვის?!

 მიმდინარე ეროვნული გარდამავალი საფეხბურთო ჩემპიონატის, მეექვსე ტურის მატჩებს, 17-18 სექტემბერს,  უმაღლესი ლიგის საფეხბურთო გუნდები გამართავენ. ერთადერთი მატჩი ხვალ, 18 სექტემბერს გაიმართება და ს.კ. „ზუგდიდი“, „ზედაეწერი“-ს სტადიონზე, თბილისის „საბურთალო“-ს უმასპინძლებს.        ამ სეზონზე, ზუგდიდი ერთადერთი გუნდია, რომელიც ცხრილში ჯერ-ჯერობით უქულოდაა, ამიტომ ხვალინდელი შეხვედრისთვის მასპინძლები, მოედანზე მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად გავლენ. გარდა ამისა, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ზუგდიდელთათვის გამარჯვება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 თბილისის „საბურთალო“, შარშანდელი სეზონის დებიუტანტია უმაღლეს ლიგაში და საკმაოდ მებრძოლი გუნდია - „ზუგდიდი-საბურთალო“ -ს გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ დედაქალაქელებმა, მინიმალური ანგარიშებით (1:0, 0:1) იმარჯვეს და ისინი ორბურთიან უპირატესობასაც ფლობენ.

 ზუგდიდელები  წინა ტურში, ბოლნისის „სიონთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, ბუნებრივია რეაბილიტაციას საკუთარი ქომაგების წინაშე საბრძოლო მოტივაციით შეეცდებიან და გარდა ამისა მათ,  როგორც აღვნიშნეთ, სატურნირო მდგომარეობა უკანდახევის საშუალებას არ აძლევს. ზუგდიდელი ფეხბურთელები „რუხი“-ს ბაზაზე აგრძელებენ მომზადებას და მათ რიგებს კიდევ ერთი, უკრაინელი ლეგიონერი, ნომინალური თავდამსხმელი, იური შეველი შეურთდა, რომელმაც გასულ სეზონზე, სწორედ ზუგდიდელთა შემადგენლობაში იასპარეზა.     ზუგდიდელთა რიგებს დაუბრუნდა, კიდევ ერთი ფერადკანიანი ლეგიონერი რაფაელ ჩუკურა, რომელმაც ოთხი ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ჩუკურაც შარშან ზუგდიდელთა ძირითად განაცხადში იყო.

 „ზუგდიდი - საბურთალო“-ს მატჩი, ხვალ, 18 სექტემბერს, „ზედაეწერი“-ს სტადიონზე,  16:30 საათზე დაიწყება.