07 სექტემბერი 2016
ჭაბუკთა დუბლი

 მიმდინარე საფეხბურთო სეზონზე, მორიგი ტურის შეხვედრები გამართეს ჭაბუკთა ლიგის გუნდებმა და ს.კ. „ზუგდიდი“-ს ორივე ასაკობრივმა კლუბმა, „ბაია“-ს ბაზაზე, ლანჩხუთის „გურია“-ს უმასპინძლეს. წინა ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ზუგდიდელმა ჭაბუკებმა საკუთარ  მოედანზე მობილიზება შეძლეს და შეხვედრა, ორმაგი შედეგით დაასრულეს.

 U-15 წლამდელებმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს, თუმცა მასპინძლებს უამრავი საგოლე მომენტი ჰქონდათ, რაც ვერ გამოიყენეს. ერთადერთი გოლი მეტოქის კარში, 44- ე წუთზე ირაკლი ლაშკოვმა გაიტანა.

 U-1წლამდელთა დაპირისპირებაში, დომინანტი მასპინძელი გუნდი იყო და ეს შედეგშიც აისახა.  პირველ ტაიმში მასპინძლებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს და მათ, მატჩის ბედიც პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. ანგარიში 5-ე წუთზე, არველოდ ხუნჯგურუამ გახსნა. შეხვედრის 15-ე წუთზე ზუგდიდელებმა სხვაობა,  ორამადე გაზარდეს და მეორე გოლი, ირაკლი ბიგვავამ გაიტანა.  33-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაასამეს და ამჯერად, მეტოქის კარი ბაჩუკი გოგოხიამ აიღო, ხოლო ორ წუთსი გიგა გაბეჩავამ, მეოთხედ დაამწუხრა მეტოქე.

მეორე ტაიმში სათამაშო სურათი უცვლელი დარჩა და კვლავ მასპინძლები უტევდნენ -შედეგად, მეტოქის კარში კიდევ ორი გატანილი გოლი ვიხილეთ. 73-ე წუთზე, გიორგი თორდიამ, მეტოქის კარის ბადე მეხუთედ შეარხია, ხოლო საბოლოო წერტილი, მეექვსე გატანილი გოლით, გიორგი ციმინტიამ დასვა.

 

„ზუგდიდი U-15“ – „გურია U-15“ – 1:0      

გოლი: ლაშკოვი (44-ე წთ)

„ზუგდიდი U-15“: ჭანტურია, შამუგია, ნანავა, ქადარია, შარია, გაბედავა, ფარცვანია (გერგედავა 23), ნადარაია, ლაშკოვი (ჩარგაზია 60), ბიგვავა (თორდია 56), ჩაგანავა (კვირკვია 53)

სათადარიგოები: ხუბულავა, ბოხუა, შამათავა

 

„ზუგდიდი U-17“ – „გურია U-17“ – 6:0

გოლი: ხუნჯგურუა (5-ე წთ), ბიგვავა (15-ე წთ), გოგოხია (33-ე წთ), გაბეჩავა (35-ე წთ), თორდია (73-ე წთ), ციმინტია (75-ე წთ)

„ზუგდიდი U-17“: მიქავა, ე.ქეცბაია (ციმინტია 49), ჭანტურია ( შონია 55), ხარჩილავა ( ჯაბუა 59), ცინდელიანი, კილასონია, თორდია, გაბეჩავა, ხუნჯგურუა, ბიგვავა, გოგოხია (გოგუა 49)

სათადარიგოები: ქადარია, რ.ქეცბაია, ხუბულავა

, , ,

გასული მატჩი

06.11.2016
ზუგდიდი 0 : 3 სიონი

შემდეგი მატჩი

20.11.2016
საბურთალო -:- ზუგდიდი

სატურნირო ცხრილი