04 სექტემბერი 2016
საკონტროლო მატჩი - „ტორპედო -ზუგდიდი“ – 3:0

  ოფიციალურ ტურამდე ზუგდიდელებმა, ამხანაგური მატჩი გამართეს ქუთაისის „ტორპედოსთან“ და  ანგარიშით  3:0 დამარცხდნენ. არადა, პირველ ტაიმში სტუმრები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ და დაწინაურების შანსიც ჰქონდათ. ზუგდიდელ ფეხბურთელებს გარჯა  პირველი ნახევარში, მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ლუტიმაც მოუწონა.

 შეხვედრის 10-ე წუთზე ზუგდიდელთა გათამაშებულ კომბინაციას კუთხური მოჰყვა, ხოლო კუთხურიდან მოწოდებული ბურთი, გიგა  ბეჭვაიამ ერთი შეხებით კარისკენ გადაგზავნა და ბურთი გვერდითა ბადეს მოხვდა. 21-ე წუთზე სტუმართა მორიგი შეტევა, ლევან წურწუმიამ მარცხენა ფლანგიდან გააგრძელა და ბურთი სახიფათოდაც ჩაჰკიდა მეტოქის საჯარიმოში, ბადრი აქუბარდიას თავურმა მიზანს ვერ უწია. ცოტა ხანში მასპინძლებმა, სტუმართა შეტევებს სახიფათო სტანდარტულით უპასუხეს, თუმცა ენდელაძის დარტყმულიც არაზუსტი გამოდგა.  მატჩის 32-ე წუთზე, ისევ წურწუმია ფლანგური გადაცემა ვიხილეთ და აქუბარდიამ, ამჯერადც თავურით სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა, თუმცა ქვილითაიამ ზუსტად ითამაშა. ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს, როცა წილოსანმა ახლო მანძილიდან დაახანა და მას მცველებმა დარტყმის საშუალება არ მისცეს. ზუგდიდელთა რიგებში კი ახალი სახეებიც გამოჩნდნენ და მათ, პირველად იასპარეზეს. დავით კოხიამ, რუდოლფ სუხომლინოვმა და ოთარ ჯავაშვილმა ახალ ეტაპზე (საკონტროლო მატჩი)პირველად იასპარეზეს.  ოფიციალურად შეუთდებიან თუ არა ისინი ზუგდიდელთა რიგებს, კლუბის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში გადაწყვეტს.

მეორე ტაიმში ცვლილებები მოსალოდნელიც იყო და ვლადიმერ ლუტიმ საწყის ეტაპზე 6 ფეხბურთელი გამოცვალა, ხოლო ცოტა ხანში სათადარიგოზე მყოფი  სამი ფეხბურთელიც მოსინჯა. შეცვლაზე შემოსულ გივი იოსელიანს კი მალევე, ტრავმის გამო ცვლილება დასჭირდა.

  მეორე ტაიმში ქუთათურები უკეთ ათამაშდნენ და მათ  აქტიურობა, შედეგზეც ასახეს. მატჩის 52-ე წუთზე ბრეგვაძემ ანგარიში გახსნა, ხუთ წუთში კი კვერნაძემ,  სხვაობა ორამდე გაზარდა. თამაშის ბოლო წუთებზე კაპანაძემ, მესამე გოლი გაიტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა. 

  მცირე ტრავმების გამო დღევანდელი შეხვედრა, ნიკა აფაქიძემ და დიმიტრი ზოზულიამ გამოტოვეს. 10 სექტემბერს კი ზუგდიდელები, ოფიციალურ მატჩს ბოლნისში გამართავენ და ადგილობრივ  „სიონს“ დაუპირისპირდებიან.  წლევანდელ გათამაშებაში ორივე გუნდი, ჯერ-ჯერობით უქულოდ არიან და თქმა არ უნდა, რომ ეს შეხვედრა უდაოდ დიდ ინტერესს იწვევს.

 

ტორპედო“ ქუთაისი - „ზუგდიდი“ – 3:0 (0:0)
4 სექტემბერი,  ქუთაისი,  „რამაზ შენგელია“ - ამხანაგური მატჩი

ტორპედო“: მაქსიმე ქვილითაია (კაპ.), ტაბატაძე, ნერგაძე, კოლინი, გურული (ტუღუში,46), ფალავანდიშვილი (მესხი,46), მამასახლისი (ქიმაძე,46), წილოსანი (ბაბუნაშვილი,46), ენდელაძე (ბრეგვაძე,46), დოლიძე (კაპანაძე,46), კვარაცხელია (კვერნაძე,46)
მთ.მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

„ზუგდიდი“: ლიტოვჩენკო (ჯომიდავა,46), სუხომლინოვი (ლაშხია,64), კოხია დინ-კონტეჰი,46), ბამბა ფაუსენი (მაჩაიძე,46), ჯავაშვილი (ქანთარია,46), ტყემალაძე (სიხარულია,70), ბეჭვაია (კაპ), კაპაროსი (იოსელიანი,46 - თუთბერიძე,61) აქუბარდია, სამუშია , წურწუმია (ერმაჩენკო,46)
მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ლუტი
გოლი: 1:0 ბრეგვაძე (52), 2:0 კვერნაძე (57),3:0 კაპანაძე (84)
გაფრთხილება: წილოსანი,31), ფალავანდიშვილი (42), კოლინი (43), აქუბარდია (52), სამუშია (54), სამუშია (89)
გაძევება: სამუშია (89)
მსაჯები: ბექა კუნჭულია, ბექა ქევანიშვილი (ორივე ქუთაისი), ზურაბ ხოხიაშვილი (თერჯოლა)

, , , ,

გასული მატჩი

06.11.2016
ზუგდიდი 0 : 3 სიონი

შემდეგი მატჩი

20.11.2016
საბურთალო -:- ზუგდიდი

სატურნირო ცხრილი