03 სექტემბერი 2016
"ტორპედო - ზუგდიდი" - ტესტ-მატჩი

 სანაკრებო თამაშებით გამოწვეულ პაუზას, უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბები ტრადიციულად, მომზადებისთვის იყენებენ.   ს.კ. "ზუგდიდი", ბოლო ოფიციალური ტურის შემდეგ, რუხის ბაზაზე ემზადება და ორჯერად ვარჯიშებზეა გადასული.  

 ზუგდიდელები მორიგ ოფიციალურ მატჩამდე, საკონტროლო შეხვედრას გამართავენ და ქუთაისში,  ადგილობრივ "ტორპედო"-ს გაეჯიბრებიან. ქუთათურებთან, ჩვენს გუნდს გარდამავალ ჩემპიონატზე,  ოფიციალური თამაში არ უწევთ, ვინაიდან იმერლები თეთრ ჯგუფში ასპარეზობენ. მიმდინარე გათამაშებაში ზუგდიდელები ჯერ-ჯერობით უქულოდ არიან და წითელ ჯგუფში ბოლოს წინა ადგილს იკავებენ. ამ მხრივ, სახარბიელოდ საქმე ვერც ქუთაისელებს ააქვთ, მართალია, მათ სამი ტურიდან 2 ქულა აქვთ, თუმცა ისინი ცხრილში ბოლო ადგილს იკავებენ.

"ტორპედო - ზუგდიდი" - ს მატჩი, ხვალ, 4 სექტემბერს ქუთაისის, "რამაზ შენგელია"-ს სახელობის სტადიონზე, 17:30  საათზე დაიწყება.