27 აგვისტო 2016
«მესამე მატჩიც უქულოდ?!».

 მესამე ოფიციალური შეხვედრაც, ს.კ. „ზუგდიდმა“ მარცხით დაასრულა და ცხრილში ვითარებაც გაირთულა. ბათუმის „დინამო“ კი ჩინებულ სეზონს ატარებს და ზღვისპირელები, წითელ ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ. 
შეხვედრა აქტიურად და თანაბარი ორთაბრძოლებით დაიწყო, თუმცა შეიძლება ითქვას რომ პირველი ტაიმის თხუთმეთწუთიან ინტერვალში მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ზუგდიდელებმა ზედიზედ ორის სტანდარტული შეასრულეს. გივი იოსელიანის მიერ მოწოდებულ ბურთს, ზუგდიდელთა ლეგიონერმა ბამბა ფაუსენმა სუსტი თავური შეაგება, ხოლო შემდეგ იმავე იოსელიანის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ. ზღვისპირელთაგან პირველი ხიფათი ლობჯანიძემ შექმნა, როცა ტვილდიანის ფლანგურ გადაცემას თავური მიაყოლა და მცირედით ააცილა. 19-ე წუთზე ბათუმელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, კვირკველიამ თავურით მასპინძელთა კარში გადაგზავნა და მანაც მცირედიც ააცილა. 
მასპინძლებმა რეალური საგოლე მომენტი 28-ე წუთზე შექმნეს, როცა ერმაჩენკომ და დინ-კონტეჰმა, სტუმართა ნახევარზე კარგაად გაათამაშეს ბურთი, საჯარიმოში მოწოდებულს კი გურამ სამუშია გამოეხმაურა პირველმა და ახლო მანძილიდან ძლიერადაც დაჰკრა, ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა, ამ ეპიზოდში ბათუმელთა კიპერი უძლური იყო, ვინაიდან იგი არც განძრეულა.
მეორე ნახევარიც თანაბარი ორთაბრძოლებით განახლდა, თუმცა 58-ე წუთზე ბათუმელები დაწინაურდნენ. გოლი კი ზღვისპირელთა კაპიტანმა, თეიმურაზ შონიამ გაიტანა, რომელიც ბომბარდირთა დავაში ლიდერია. 
გაშვებული გოლის შემდეგ, ზუგდიდელთა უკრაინელმა მწვრთნელმა ვლადიმერ ლუტიმ, ცვლილებებს მიმართა და შეტევის ხაზი გააძლიერა, შეცვლაზე კი დიმიტრი თუთბერიძე და ლაშა კუკავა შემოიყვანა. მათი აქტიურობის მიუხედავად, შედეგი არ შეცვლილა, სამაგიეროდ ანგარიში კვლავ სტუმრებმა შეცვალეს და შეცვლაზე შემოსულმა კვანტალიანმა, ზუგდიდელთა კარი მეორედ აიღო. 
სხვა დასამახსოვრებელი ეპიზოდი არაფერი ყოფილა, გარდა ორი მომენტისა, როცა მასპინძელთა ქომაგები ლაშა კუკავას წაქცევისთვის პენალტს ითხოვდნენ ხმაურინად, ხოლო დამატებულ წუთებზე, ბათუმელთა კარის მიმართულებით, ზუგდიდელთა უკრაინელმა ლეგიონერმა ერმაჩენკომ, სახიფათო სტანდარტული შეასრულა და ბურთი ძელს გაარტყა. ამრიგად ბათუმელებმა, საკუთარ აქტივს კვლავ სამი ქულა მიუმატეს, ხოლო მასპინძლები სამი თამაშის შემდეგ, კვლავ უქულოდ არიან. ზუგდიდელთა რიგებს, დისკვალიფიკაციის შედეგად კვლავ ლევან წურწუმია ვერ დაეხმარა, რომელსაც უკვე „სასჯელი“-ს ვადა გაუვიდა, ხოლო სიახლე ის გახლავთ, რომ მასპიძელთა შემადგენლობაში პირველად, უკრაინაში მცხოვრებმა ქართველმა, ბადრი აქუბარდიამ ითამაშა.

„ზუგდიდი - დინამო ბათუმი“ – 0:2
ზუგდიდი, „ზედაეწერი“-ს სტადიონი, 27 აგვისტო
გოლი
: შონია (58 წთ), კვანტალიანი (59 წთ)

„ზუგდიდი“: ლიტოვჩენკო, იოსელიანი (თუთბერიძე 57), აფაქიძე, ზოზულია (კუკავა 64), დინ-კონტეჰი, ტყემალაძე, ბამბა ფაუსენი, აქუბარდია, კაპაროს ედგარი (ბეჭვაია 73), ერმაჩენკო, სამუშია
სათადარიგოები: ზარქუა, ქანთარია, მაჩაიძე, ქირია
მთ.მწვრთნელი: ვლადიმერ ლუტი

დინამო ბთ: ტიმაფეევი, თევდორაძე (ჭკუასელი 77), ფონიავა, მარიანოვიჩი (კვანტალიანი 55), ლობჯანიძე (ვარშანიძე 88), კვირკველია, სუხიაშვილი, ტვილდიანი, გოგიტიძე, შონია, თარხნიშვილი
სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, ჭკუასელი, გაბდოლინი
მთ.მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილება: კუკავა (66 წთ), დინ-კონტეჰი 82 წთ), ტიმაფეევი (89 წთ)
მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი

, , , ,