22 აგვისტო 2016
ს.კ. „ზუგდიდს“, ოლიმპიური ჩემპიონი, ვლადიმერ ლიუტი გაწვრთნის.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და უკრაინელ სპონსორებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, როგორც იცით ს.კ. „ზუგდიდში“, არაერთი ცვლილებები განხორციელდა.
ს.კ. „ზუგდიდი“-ს მთავარი მწვრთნელის პოსტს დღეიდან, ვლადიმერ ლიუტი დაიკავებს. ს.კ. „ზუგდიდს“, სათასო შეხვედრაში ვანის „სულორი“-ს წინააღმდეგ მინდორზე , სწორედ ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი გაიყვანს (შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ლიუტი ოლიმპიური ჩემპიონი, ცნობილ ქართველ ვეტერან ფეხბურთელთან, გელა კეტაშვილთან ერთად გახდა).
ვლადიმერ ლიუტი, ს.კ. „ზუგდიდი“-ს ფეხბურთელებს, რუხის ბაზაზე ავარჯიშებს.