23 აგვისტო 2016
სიჭინავას დუბლი და U-19 – თა წარმატებული სტარტი

ახალი საფეხბურთო სეზონი განაახლეს U-19 წლამდელებმა და ახალგაზრდულმა გუნდებმა, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები გამართეს. გარდამავალ ჩემპიონატზე ცვლილებებია ამ ასაკში მოასაპარეზე გუნდებშიც და ისინი აღმოსავლეთ-დასავლეთ ჯგუფად არიან დაყოფილი.
დასავლეთ ჯგუფში მოასპარეზე, ს.კ. „ზუგდიდი“-ს, U-19 – თა გუნდმა, პირველი მატჩი ფოთში გასვლაზე გამართა და ადგილობრივ „კოლხეთი 1913“-ს დაუპირისპირდა. შეხვედრა მთლიანობაში სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათ, ჩემპიონატი სასურველი შედეგითაც დაიწყეს. ელგუჯა ქომეთიანის გაწვრთნილებმა, ფაზისელები 2:4 დაამარცხეს. 
მატჩის 12-ე წუთზე, ბიგვავამ ანგარიში გახსნა და ზუგდიდი დააწინაურა. ფოთელებმა სწრაფი გოლით წონასწორობა ერთ წუთში აღადგინეს. ტაიმის მიწურულს სტუმრები კვლავ წინ გავიდნენ და ძაძუამ, მეტოქის კარი მეორედ დალაშქრა. 
მეორე ტაიმიც ზუგდიდელთა უპირატესობით დაიწყო და შეხვედრის 52-ე წუთზე სიჭინავამ, გატანილი გოლით ზუგდიდს, ორბურთიანი უპირატესობა მისცა. ფოთელებმა ამის შემდეგაც გაიბრძოლეს და თამაშს ინტრიგა დაუბრუნეს, როცა სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირეს, თუმცა თამაშის დამთავრებამდე ზუგდიდელმა სიჭინავამ, ფაზისელთა კარის ბადე მეოთხედ შეარხია და თვითონ დუბლი გაიფორმა. ამრიგად ზუგდიდელებმა, საკუთარ აქტივში პირველი სამი ქულა ჩაიწერეს.

„კოლხეთი 1913 U-19“ – „ზუგდიდი U-19“ - 2:4
ფოთი, „ცენტრალური სტადიონი“, 22 აგვისტო
„ზუგდიდი U-19“: ეხვაია, ხასაია, მალანია, ძაძუა, დარახველიძე (ჭანია 59), ბუკია, სიჭინავა, გოგია (პერტაია 63), ლეჟავა (დანელია 67), გოგალაძე, ბიგვავა