19 აგვისტო 2016
«კონტრაქტი ოფიციალურად გაფორმდა»

 საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდი“-ს დაფინანსებას , უკრაინელი სპონსორები, დღეიდან ოფიციალურად შეუდგებიან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიის ხელმძღვანელებსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. 
ზუგდიდის მუნიცპალიტეტის მერმა, ს.კ. „ზუგდიდი“-ს საპატიო პრეზიდენტმა, ირაკლი გოგოხიამ და ს.კ. „ზუგდიდი“-ს ვიცე-პრეზიდენტმა, სვიატოსლავ სიროტამ, კონტრაქტს ოფიციალურად ხელი მოაწერეს. კონტრაქტის გაფორმებას, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კობა ჯიქია და საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი, ლევან გულორდავაც ესწრებოდნენ. 
კონტრაქტის მიხედვით, უკრაინელი სპონსორები დღეიდან იღებენ ვალდებულებას, ს.კ. „ზუგდიდი“-ს დაფინანსებაზე, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.
შეგახსენებთ, რომ ს.კ. „ზუგდიდი“-ს 51 % პაკეტის მფლობელი უკრაინელი სპონსორები არიან, ხოლო კლუბის 49 %-ს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგებს.

გასული მატჩი

06.11.2016
ზუგდიდი 0 : 3 სიონი

შემდეგი მატჩი

20.11.2016
საბურთალო -:- ზუგდიდი

სატურნირო ცხრილი