14 აგვისტო 2016
«ზუგდიდი მეორე ტურშიც დამარცხდა».

მარცხით დაასრულეს შეხვედრა ზუგდიდელებმა გორში, ადგილობრივ „დილა“-სთან დაპირისპირებაში და მასპინძლებმა თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. შიდაქართლელებმა, სტუმართა კარში პირველ ტაიმში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს.
შეხვედრის 8-ე წუთზე ზუგდიდელთა შეცდომით, გორელთა ფორვარდმა ირაკლი მოდებაძემ ისარგებლა და ზუსტი თავურით ანგარიში გახსნა. 17-ე წუთზე ისევ მიუტევებელი შეცდომა სტუმართა მხრიდან და ლევან ნონიკაშვილმა ორამდე გაზარდა ანგარიში. მანამდე კი ერთი წუთით ადრე, მოდებაძემ ბურთი ზუგდიდელთა კარის ძელს გაარტყა.
ზუგდიდელთა რიგებში პირველი შეხვედრა ჩაატარა უკრაინელმა ლეგიონერმა, შემტევმა ნახევარმცველმა ალექსანდრე ერმაჩენკომ, რომელსაც ჩინებული შანსი მიეცა ანგარიშის შემცირების, თუმცა პირისპირ გასულს გორელთა კიპერმა აჯობა ( ამ ეპიზოდში აღსანიშნავია გიგა ბეჭვაიას ზუსტი და ჩინებული პასი). მორიგი შეტევისას გორელთა კარს მცირედით, ვაკო ტყემალაძემ ააცილა.
მასპინძლებმა ანგარიში 28-ე წუთზე გაასამეს და ეფექტური გოლი თენგიზ წიქარიძემ გაიტანა.
მეორე ტაიმი სტუმრებმა რადიკალურად განსხვავებული აქტიურობით დაიწყეს და მესამე წუთზე სხვაობა, შეცვლაზე შემოსულმა ნიკა ლაშხიამ შეამცირა. გატანილი გოლიდან ორ წუთში ზუგდიდელებს მეორე გოლის გატანაც მართებდათ, თუმცა გურამ სამუშიამ, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო ზუგდიდელთა მხრიდან, ახლო მანძილიდან ძლიერად ვერ დაარტყა. მომდევნო ეპიზოდში ერმაჩენკო გაიჭრა მარცხენა ფლანგიდან, მაგრამ სისწრაფის დროს ბურთი ვერ შეიმაგრა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი სტუმრები არბიტრს, გიორგი ყრუაშვილს შემოსწყრნენ, როცა მათი შეტევისას, ბურთი გორელ ფეხბურთელ ხელზე მოხვდა და პენალტს ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა თამაშის გაგრძელებაზე ანიშნა.
შეხვედრის 70-ე წუთზე გორელებმა, მეოთხედ შეარხიეს ზუგდიდელთა კარის ბადე და ფაქტობრივად შეხვედრაც დაასრულეს.

„დილა - ზუგდიდი“ – 4:1
გორი, „თ.ბურჯანაძი“-ს სახელობის სტადიონი, 14 აგვისტო
გოლი: მოდებაძე (8-ე წთ), ნონიკაშვილი (17-ე წთ), წიქარიძე (28-ე წთ), ლაშხია (48-ე წთ), ჩახვაშვილი (70-ე წთ)

დილა: ბეგაშვილი, სამხარაძე, სალუქვაძე, კვახაძე, ღონღაძე, რაზმაძე, წიქარიძე, ერისთავი (კურმაშვილი 80), ნონიკაშვილი (ჩახვაშვილი 62), გამცემლიძე (ჯანელიძე 89), მოდებაძე
სათადარიგო: მუჯრიშვილი, კაკულია, ელიაური
მთ.მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

ზუგდიდი: ზარქუა, იოსელიანი, აფაქიძე, ზოზულია, ჩიკვილაძე, ტყემალაძე, ბეჭვაია, დინ-კონტეჰი (კუკავა 46), ერმაჩენკო, ჭანკოტაძე (ლაშხია 46), სამუშია
სათადარიგო: დაუშვილი, ქირია, მაჩაიძე, სიხარულია
მთ.მწვრთნელი: ოთარ გაბელია
გაფრთხილება: ნონიკაშვილი (17 წთ), ჩიკვილაძე (20 წთ), სამხარაძე (25 წთ)
მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

გასული მატჩი

06.11.2016
ზუგდიდი 0 : 3 სიონი

შემდეგი მატჩი

20.11.2016
საბურთალო -:- ზუგდიდი

სატურნირო ცხრილი