16 November 2017
დარჩენილ ტურებში, მხოლოდ ერთი მიზანი

 სანაკრებო თამაშების შემდეგ, ეროვნული ჩემპიონატი მორიგი ტურის შეხვედრებით განახლდება. ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენილი სამი ტური, უკიდურესად დაძაბული იქნება ვინაიდან, ზედა და ქვედა საფეხურებზე, ბოლომდე გარკვეული არაფერია.
მართალია, საჩემპიონო რბოლაში ზედა საფეხურზე, ს.კ. „რუსთავს“ 4 ქულიანი უპირატესობა აქვს, უშუალო კონკურენტ მარტვილის „მერანთან“, მაგრამ ბოლო ტურებში ვითარება შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.
ქვედა საფეხურზე კი „ზუგდიდი“ და „მეშახტე“ უშუალო კონკურენტები არიან და ამავე ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან - მათი უმთავრესი ამოცანაა, ამ ბრძოლაში საპლეიოფო ზონაში გააღწიონ.

ზუგდიდელთა მიზანი, მორიგი ტურის შეხვედრაშიც თვალნათელია - მძიმე ორთაბრძოლის მიუხედავად, გაგრელებთან მათ ბრძოლა, მხოლოდ და მხოლოდ შედეგისთვის მოუწევთ. მიმდინარე საფეხბურთო სეზონზე, ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებში, სრული უპირატესობა გაგრელებს აქვთ (0:2, 2:1, 0:2).

„გაგრა - ზუგდიდი“-ს მატჩი, პარასკევს, 17 ნოემბერს, თბილისში, „დავით პეტრიაშვილი“ არენაზე, 14:00 საათზე დაიწყება.

, ,