01 November 2017
ტური, რომელმაც შესაძლოა ჩემპიონი და აუტსაიდერიც,საბოლოოდ გამოავლინოს

 მიმდინარე ჩემპიონატის 33-ე ტურმა, შეიძლება მოსალოდნელზე მეტი დაძაბულობა და ინტრიგა შეიძინოს იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნული ტური შესაძლოა აღმოჩნდეს ბოლო ბარიერი, უმაღლეს ლიგაში გადამსვლელის და ქვედა ლიგაში წამსვლელისა. ეროვნული ლიგა 2-ის ზედა და ქვედა საფეხურზე, მართლაც საინტერესო ვითარებაა და ამ საფეხურებზე შეხვედრებიც დაძაბული იქნება.

 მარტვილის „მერანი“, რომელიც მთელი სეზონი ლიდერობას არ თმობდა და უმაღლესში გადამსვლელთა შორის, ერთ-ერთი     გამოკვეთილი პრეტენდენტი იყო, ბოლო ტურებში თითქოს წაიფორხილა და ცხრილის ლიდერს, „რუსთავს“ ერთი ქულით ჩამორჩება. ადვილი წარმოსადგენია, რაოდენ დიდ ინტერესს უნდა იწვევდეს, ამ გუნდების შეხვედრა, თანაც ფინიშის სწორს-ქვემოქართლელების მცირეოდენ უპირატესობად ალბათ ის ჩაითვლება, რომ ისინი საკუთარ სტადიონზე თამაშობენ, თუმცა ჭყონდიდელთა საბრძოლო მოტივაციაც ამის სრულ საპირწონედ ითვლება.

  უმთავრესი და უმთავრესი ჩვენთვის, ქვედა საფეხურზე მიმდინარე ვითარებაა - აქაც, უშუალო კონკურენტებს შორის ქულათა სხვაობა მიზერულია. ზუგდიდელები, ტყიბულელებს ერთი ქულით ჩამორჩებიან და ორივე გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის. ბოლო ორ ტურში ზუგდიდელებს თამაში არ წაუგიათ და კარგი განწყობით ხვდებიან, მომდევნო ტურს, თუმცა აღებული ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა მათთვის, რათა მეტოქეზე ერთი საფეხურით წინ წაეწია. მოკლედ, საინტერესო ტური გველოდება და „ზედაეწერი“-ს სტადიონზე მოსალოდნელი მატჩისთვის, გულშემატკივრებიc მთელი მონდომებით ემზადებიან.

 მიმდინარე სეზონზე ბოლო ადგილოსან „ზუგდიდს“, გულშემატკივარი მაინც არ აკლდა და თქმა არ უნდა, აღნიშნულ შეხვედრას ქომაგები არ დააკლდებათ.

„ზუგდიდი - მეშახტე“-ს შეხვედრა, პარასკევს, 3 ნოემბერს, „ზედაეწერი“-ს სტადიონზე, 15:00 საათზე დაიწყება.

, ,