31 October 2017
აკაკი წყაროზია საუკეთესოთა შორის

 ეროვნული ლიგა 2-ის, XXXII ტურის დასრულების შემდეგ, სპორტულმა გვერდმა, „სპორტ ექსპრესმა“, ამავე ტურისსიმბოლური ნაკრები დაასახელა. ზუგდიდელთა საყრდენი ნახევარმცველი, აკაკი წყაროზია (რომელსაც ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში), საუკეთესო თერთმეტეულს შორის დასახელდა.

ზუგდიდელებმა წინა ტურში, წყალტუბოს „სამგურალი“-ს წინააღმდეგ გამართეს შეხვედრა და უნდა ითქვას, რომ სასურველ სამ ქულასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა გუნდები საბოოოლოდ ერთმანეტს, ნულოვანი ფრით დაშორდნენ. სხვა ფეხბურთელებთან ერთად, წყაროზია სწორედ ერთ-ერთი გამორჩეული იყო და სპორტულმა გვერდმაც საუკეთესოდ, იგი მიიჩნია.

ფეხბურთის მოყვარულებს კი შევახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 ნოემბერს,ს.კ. „ზუგდიდი“, პრინციპულ შეხვედრას მართავს „ზედაეწერი“-ს სტადიონზე, სადაც ტყიბულის „მეშახტე“-ს უმასპინძლებს.