28 October 2017
ზედიზედ ორი საშინაო ტური და გადამწყვეტი ბრძოლები

ვიდრე მცირე ხნიანი სანაკრებო პაუზა გამოცხადდება, ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე გუნდები, ფინიშის სწორს ზედიზედ ორ ტურს გამართავენ და შემდეგ ტაიმაუტი გამოცხადდება. განმარტებით თემატიკას არ დავიწყებთ, ზუგდიდური გუნდის უმთავრესი ამოცანის შესახებ - სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ზუგდიდელთა ამოცანაა ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩენა და ზედიზედ ორ საშინაო შეხვედრაში პროგრამა მინიმუმიც, წარმატებისთვის ბრძოლა იქნება.

ზუგდიდელები, „ზედაეწერი“-ს სტადიონზე, წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებენ. იმერულმა კლუბმა, წლევანდელი საფეხბურთო სეზონი იდეალურად ჩაატარა და ხშირ შემთხვევაში იმერლები, საპლეიოფო ზონასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა ბოლო ტურებში დაკარგული ქულებით წყალტუბოელები ზედა სამეულს მკვეთრად დასცილდნენ, თუმცა ისინი ხუთეულში მყარად არიან, რაც პირველივე ჯერზე ცუდი შედეგი ნამდვილად არაა.

ზუგდიდელებს, კი როგორც აღვნიშნეთ გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლები და ამ გადამწყვეტ მომენტში, მათთვის 32-ე ტური მხოლოდ სასურველი შედეგით უნდა დასრულდეს, რათა ვითარება გამოსწორდეს. ზუგდიდელთა დანაკლისი ამ შეხვედრაში ის არის, რომ პრინციპულ მატჩში მათ, ერთ-ერთი ლიდერი, ბესიკ ჩიმაკაძე დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლებათ.

მსაჯთა შემადგენლობა კი ასეთია - მთავარი არბიტრი დავით სანოძე იქნება, რომელსაც ი.კაკაბაძე, ვ.რუხაია და ი.შენგელია (მეოთხე მსაჯი) დაეხმარებიან.

„ზუგდიდი -სამგურალი“-ის მატჩი კვირას, 29 ოქტომბერს, „ზედაეწერი“-ს სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

, ,