01 December 2016
„ზუგდიდი U-19” –„საბურთალო U-19“ - პლეიოფი ზესტაფონში

 გარდამავალი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი, 19 წლამდელთა ლიგაში მოასპარეზე ზუგდიდური გუნდისთვის წარმატებული გამოდგა. ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა  დასავლეთ ზონაში, პირველი ადგილი (ერთი ტურით ადრე) დაიკავეს და პლეიოფის ნახევარფინალში, აღმოსავლეთ ჯგუფის მეორეადგილოსან თბილისის „საბურთალო“-ს დაუპირისპირდება.

 ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა, წარმატებული სტარტი ამ სეზონში ჩინებულად გააგრძელა და 14 მატჩიდან, მხოლოდ სამჯერ დამარცხდა (ბათუმის „დინამოსთან“, ქუთაისის „ტორპედოსთან“ და „სამტრედიათან“),ზუგდიდელებმა, დანარჩენი შეხვედრა ყველა მოიგეს. ელგუჯა ქომეთიანის გაწვრთნილებს, ჰქონდათ პერიოდი, როცა მათ მიჯრით ზედიზედ 10 მატჩიანი მოგებაც ჰქონდათ. ჩვენ კი გთავაზობთ, „ზუგდიდი U-19”-ს მიერ, ჩატარებული მატჩების განრიგს და შედეგებს, გარდამავალ 28-ე ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატზე.

„კოლხეთი 1913 U-19“ -„ზუგდიდი U-19”  - 2:4

„ზუგდიდი U-19” – „შუქურა U-19“  - 1:0

„დინამო ბთ. U-19“ - „ზუგდიდი U-19” – 3:1

„ზუგდიდი U-19” – „გურია U-19“  - 4:0

„ტორპედო U-19”  - „ზუგდიდი U-19” – 0:2

„ზუგდიდი U-19” – „საპოვნელა U-19”– 3:0

„სამტრედია U-19” - „ზუგდიდი U-19”  - 0:3

„ზუგდიდი U-19” - „კოლხეთი 1913 U-19“ – 1:0

„შუქურა U-19“ -  „ზუგდიდი U-19” – 1:5

„ზუგდიდი U-19” - „დინამო ბთ. U-19“ – 2:0

„გურია U-19“  - „ზუგდიდი U-19” -  1:2

„ზუგდიდი U-19” - „ტორპედო U-19” – 2:5

„საპოვნელა U-19”– „ზუგდიდი U-19”1:3

„ზუგდიდი U-19” - „სამტრედია U-19” – 2:3                             

 

როგორც აღვნიშნეთ, 19 წლამდელთა შორის პლეიოფის ნახევარფინალის მატჩებს, ზესტაფონის „დავით აბაშიძის“ სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

„ზუგდიდი U-19” –„საბურთალო U-19“- ს მატჩი, მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, ზესტაფონის „დავით აბაშიძის“ სახელობის სტადიონზე, 14:00 საათზე დაიწყება.

(5 დეკემბერს, მოგვიანებით, მეორე ნახეფარფინალური მატჩი, „დინამო თბ. U-19“ – „ტორპედო U-19“-ს შორის გაიმართება და ეს შეხვედრა  18:00 საათზე დაიწყება).

, , , ,

გასული მატჩი

06.11.2016
ზუგდიდი 0 : 3 სიონი

შემდეგი მატჩი

20.11.2016
საბურთალო -:- ზუგდიდი

სატურნირო ცხრილი