24 November 2016
ერთი ტურით ადრე განაღდებული პირველობა და პლეიოფი

 ერთადერთი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა 19 წლამდელთა პირველობაზე და ზუგდიდელმა ჭაბუკებმა, გასვლით შეხვედრაში, თერჯოლის „საპოვნელა“, ანგარიშით 1:3 დაამარცხეს. ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა, ამ მოგებით გარდამავალი ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, დასავლეთ ზონაში პირველობა მოიპოვეს და ისინი უკვე, პლეიოფისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გადაერთვებიან.

ელგუჯა ქომეთიანის გაწვრთნილებს, ჩინებული სეზონი ჰქონდათ და გარდამავალი ჩემპიონატის ოფიციალურ ტურებში - ისინი, 13 ჩატარებული მატჩიდან მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ (დინამო ბთ-ზუგდიდი 3:1, ზუგდიდი -ტორპედო 2:5), დანარჩენი შეხვედრები მათ, ყველა მოგებით დაასრულეს.   

 რაც შეეხება „საპოვნელა U-19” – „ზუგდიდი U-19” –ის მატჩს, აქ უკვე საწყის წუთებში სტუმრები დაწიანურდნენ. გიორგი გოგალაძემ ანგარიში 8-ე წუთზე გახსნა. შეხვედრის 27-ე წუთზე გიორგი მალანიამ ორამდე გაზარდა ანგარიში და პირველი ტაიმიც ამ ანგარიშით დასრულდა. მეორე ტაიმში კვლავ გიორგი გოგალაძემ იყოჩაღა და სტანდარტულიდან, ეფექტური გოლით, ფაქტობრივად შეხვედრას წერტილი დაუსვა, თუმცა მატჩის დასრულებამდე, მასპინძლებმა ერთი გოლის გატანა შეძლეს.

ჩემპიონატის დასკვნითი ტურის შეხვედრას „ზუგდიდი U-19”, 29 ნოემბერს „ბაია“-ს ბაზაზე გამართავს და „სამტრედია U-19უმასპინძლებს.

 მიუხედავად იმისა, რომ ს.კ. „ზუგდიდი“ უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, ბაზისი  ამ მხრივ საკმაოდ დიდია -აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხვალ, 25 ნოემბერს,  „ზუგდიდი U-17“, საპლეიოფო მატჩს, თბილისის „დინამო U-17“- წინააღმდეგ, თბილისში გამართავს. შეგახსენებთ, რომ ამ ასაკიდან პლეი-ოფები, მეოთხედფინალიდან იწყება.

გასული მატჩი

06.11.2016
ზუგდიდი 0 : 3 სიონი

შემდეგი მატჩი

20.11.2016
საბურთალო -:- ზუგდიდი

სატურნირო ცხრილი