19 November 2016
გარდამავალი ჩემპიონატის ფინიშის სწორს...

 ბოლოს წინა ტურის შეხვედრას გამართავს საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ და გასვლაზე თბილისის „საბურთალო“-ს დაუპირისპირდება. უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის საპლეიოფო მარათონში,  ზუგდიდელთა მოხვედრის შანსები მიზერულია, ვინაიდან ეს ის შემთხვევაა როცა ზუგდიდელები მხოლოდ საკუთარ შედეგზე არ არიან დამოკიდებულნი. იმას კი აღვნიშნავთ, რომ პლეიოფში მოხვედრას  ზუგდიდელები მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, თუ ისინი დარჩენილ ორივე შეხვედრას მოიგებენ, ხოლო „სიონი -დინამო ბათუმი“-ს მატჩი კი, ზღვისპირელთა მოგებით დასრულდება. ზუგდიდელებს ორი ტური აქვთ დარჩენილი და აქედან გამომდინარე, მოვლენებს არ გავუსწრებთ.

 სიახლე კი ის გახლავთ, რომ გუნდს  ბესიკ შეროზია ჩაიბარებს, რომელიც წვრთნებს უკვე შუდგა, თუმცა მასთან ტექნიკური მხარეა დარჩენილი. რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ბესიკ შეროზიასთან ერთად, გუნდში მუშაობას ლევან მიქაძე, მამუკა ჭაჭუა და მუხრან ქარჩავა აგრძელებენ.

უკრაინელი ვლადიმერ ლუტის გათავისუფლების შემდეგ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულება ლევან მიქაძეს დაევალა, რომელმაც ბოლო პერიოდში მსგავს სიტუაციაში გუნდი მესამედ ჩაიბარა და შარშანდელ სეზონში კი, გუნდი უმაღლეს ლიგაშიც დატოვა.  ბოლო მომენტი ის შემთხვევა გახლავთ, როცა როგორც აღვნიშნეთ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოხდა სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები და გუნდის შედეგიდან გამომდინარე, აქტიურ სამწვრთნელო საქმიანობაში გუნდის ვიცე-პრეზიდენტი, ლევან გულორდავა იყო ჩართული.

ლევან გულორდავა (ს.კ. „ზუგდიდი“-ს ვიცე - პრეზიდენტი): „დღევანდელი მდგომარეობით, იცით რომ შანსები უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის ძალიან მცირეა, მაგრამ ამის მიუხედავად გუნდის ჩამოყალიბება მალევე დაიწყება, ჩვენს კლუბთან  კი უკვე ოფიციალურად, ბესიკ შეროზია იმუშავებს. უკრაინელი სპეციალისტის ვლადიმერ ლუტის გათავისუფლების შემდეგ, ფორსმაჟორში მოგვიწია მუშაობამ და მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულება ლევან მიქაძეს  დავაკისრეთ, თუმცა მისთვის ეს ფორმალური მხარე   იყო, ვინაიდან მაშინაც თქვენთან საუბარშიც აღვნიშნე, რომ ჯერ ასეთ სიტუაციაში  შედეგს მთავარ მწვრთნელს ვერანაირად მოვთხოვდი - სამწვრთნელო პროცესის ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება  საკუთარ თავზე ავიღე, აქედან გამომდინარე,  ბუნებრივია არსებული შედეგის პასუხიმგებლობას არ გავურბივარ “.

რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს- „საბურთალო - ზუგდიდი“-ს მატჩი ხვალ, 20 ნოემბერს, „მიხეილ მესხი“-ს სახელობის სტადიონზე, 17:00 საათზე დაიწყება.

 

 

გასული მატჩი

06.11.2016
ზუგდიდი 0 : 3 სიონი

შემდეგი მატჩი

20.11.2016
საბურთალო -:- ზუგდიდი

სატურნირო ცხრილი